უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 თებერვალი, 2017 14:00
font-size

თუკი საზოგადოებრივი მაუწყებელი 102 გადაცემიდან 101-ს დახურვას ან შეჩერებას გადაწყვეტს, ეს ეწინააღმდეგება კანონს- სულხან სალაძე

საზოგდოებრივი მაუწყებლის სამუერვეო საბჭოს წევრის, „საიას“ იურისტის სულხან სალაძის განცხადებით, თუ მაუწყებლის მენეჯმენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ 102 გადაცემიდან 101 შეაჩერებს ან დახუროს, ეს კანონთან იქნება შეუსაბამო.

ამის შესახებ სალაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

„გუშინდელ პრეზენტაციაზე საუბარი იყო 102 გადაცემიდან 101-ის შეჩერება, თუ დახურვაზე. თუკი მაუწყებელი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ცხადია, ბუნებრივია, ეს ეწინააღდეგება კანონს. ერთი ეს გახლავთ, რომ მაუწყებელი ვალდებულია პრაიმტაიმის საუკეთესო დროს განათავსოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟანრის და მიმართულების გადაცემები. გარდა ამისა, მაუწყებელს აქვს პროგრამული პრიორიტეტები, რომელიც დამტკიცებულია კანონის საფუძველზე, ამ ვალდებულების შესრულება აქვს დაკისრებული. ამასთან, მიმდინარე წელი არის საარჩევნო წელი და პირდაპირ არის კანონდებლობით ვალდებულება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს დებატები, წარმოაჩინოს ყველა ის სუბიექტი რომლის წარმოჩენის ვალდებულება გააჩნია და არა მხოლოდ მაუწყებლობის კანონის მიხედვით. ასე რომ ამ ნაწილში საზოგადოებრივ მაუწყებელს ძალიან გაუჭიდრება დაასაბუთოს თუკი ის 101 გადაცემას დახურავს ერთი ხელის აღებით“,-აღნიშნა სალაძემ.

მისი თქმით, ის დოკუმენტი, რომელიც არის შესული გუშინ სამეურვეო საბჭოში, და რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითრების გეგმას შეიცავს, სეროიოზული დისკუსიის და განხილვის საგანი გახდება.

„არც იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ ერთ და ორ დღეში მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება ამ თემასთან დაკავშირებით. ჩემი მოლოდინი არის ის რომ საზოგადოების ჩართულობის საშუალებით, სამოქალაქო სექტორი, თანამშრომლები მიიღებს ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საჭოს წევრმა.

გუშინ, საზოგადოებრვი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორიმა 2017-2019 წლების არხის გარდაქმნისა და განვითარების სამოქმედო გეგმა წარადგინა.

როგორც მაღლაფერიძემ პრეზენტაციაზე განმარტა მაუწყებელში კრიზისული მდოგფმარეობაა შექმნილი, რომლისგანაც გამოსავალი არის საინფორმაციო გამოშვების გარდა არხსზე არსებული ყველა გადაცემის შეჩერება, კადრების ოპტიმიზაცია, გამონთავისებული თანხის მატერილურ-ტექნიკური ბაზის გასაახლებლად, ასევე მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციაზე გადასვლა.

ამასთან, მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ეს არის მათ მიერ შემუშავებული საექსპერტო გეგმა, რომლის დამტკიცება მოხდება მას შემდეგ, რაც გაიმართება საჯარო დისკუსიები.

მონიკა დავკლაინიძე

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი