უკან
პოლიტიკა
13 დეკემბერი, 2016 18:20
თურქეთის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება
2016 წლის 10 დეკემბერს სტამბოლში მომხდარ საზარელ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობამ გამოაცხადა გლოვის დღე, რის გამოც საელჩოში გაიხსნება სამძიმრის წიგნი. მსურველებს შეუძლიათ ჩანაწერი დატოვონ 14 დეკემბერს, 10.00-დან 13.00 და 14.00-დან 17.00 სთ-მდე და ასევე, 15 დეკემბერს 10.00-დან 13.00 სთ-მდე, - აცნობეს მედიანიუსს საელჩოდან.