უკან
მსოფლიო
24 აპრილი, 2017 16:45
თურქეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში ყოფნის ვადა 90 დღმდე გაზარდა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის თურქეთში ყოფნის ვადა 60-დან 90 დღემდე გაიზარდა.
ამის შესახებ ჩავუშოღლუმ ალანიაში განაცხადა, - წერს Anadolu.
მისი თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი, ჯერ კიდევ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამდე განიხილებოდა.
ამასთან, თურქეთის პირველმა დიპლომატმა, დასავლეთის ქვეყნების ორმაგი სტანდარტები გააკრიტიკა.
„ვეროპის რიგი ქვეყნების ხელისუფლება თურქეთის დიასპორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებეს კრძალავს. ამასთან,საუბარია ისეთ ქვეყნებზე, სადაც მილიონამდე ეთნიკური თურქი ცხოვრობს. სახეზეა ქსენოფობიის გამოვლინება“,-აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
მონიკა დავლიანიძე