უკან
მსოფლიო
16 ივლისი, 2018 12:40
თურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს 5 მოქალაქე დაშავდა
თურქეთში სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე სამსუნ კავაკის მონაკვეთზე გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილი, რომელსაც მამუკა არჩვაძე მართავდა კედელს შეეჯახა, რა დროსაც საქართველოს 5 მოქალაქე დაშავდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებიდა მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა სამსუნის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.