უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
- 26.04.2024 12:3029 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი - ზურაბ ჯაფარიძე
- 26.04.2024 12:22საქართველოს ევროინტეგრაცია ვერც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ან ვიღაცების დასანქცირებაზე ვერ გაივლის -გიორგი გახარია
- 26.04.2024 11:41საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს
- 26.04.2024 08:54ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება - ნიკა მელია
არქივი
მსოფლიო
3 მარტი, 2017 14:10
თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 3500-ზე მეტი მებრძოლია დაკავებული
თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 3500-ზე მეტი ISIS-ის მებრძოლია დაკავებული.
Anadolu-ს ინფორმაციით, ილდირიმმა აღნიშნა, რომ ტერორისტების დაკავების შედეგად სხვადასხვა სახის დანაშაულებები და მკვლელობები იქნა არიდებული.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, თურქეთის მთავრობამ 50 ათასზე მეტ მებრძოლს ქვეყნის უკანონო გადაკვეთის საშუალება არ მისცა.
„თურქეთის მეგობრები და მოკავშირეები ასჯერ უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე რამე ქმედებაზე გადავლენ. მათ უნდა გადაწყვიტონ, ვისთან გააგრძელებენ სვლას - თურქეთთან, თუ ტერორისტებთან“,-განაცხადა ბინალი ილდირიმმა.
მონიკა დავლიანიძე