უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 იანვარი, 2023 14:41
font-size

საათივით აწყობილ საჯარო მოხელეებს პრემიერმა „დამსახურებული“ 7-დღიანი არდადეგები გამოუცხო, რითაც ქვეყანა 320 მილიონი ლარით აზარალა -თაზო დათუნაშვილი

პარტია “ლელოს“ ინფორმაციით, საქართველო, ევროპაში პირველ ადგილზეა უქმე დღეების რაოდენობით წელიწადში 15 დასვენების დღით (მაგალითად, ნიდერლანდებში 7 დღეა, ბელორუსში კი - 9).

„ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილის განცხადებით, პრემიერის დადგენილებით, საახალწლოდ დამატებით უქმე დღეების გამოცხადებით, საქართველოს ბიუჯეტიდან დღეში 80 მილიონი ლარი გაიფლანგა.

„ძველით“ ახალი წელიც დგება და ამ უსაშველო კალენდარულმა გაუგებრობამ გამახსენა, რომ ამ „ახალ წლებზე“ ჩვენმა პრემიერად წოდებულმა, აგრესორი „მოძმე" პუტინივით, 3-დან 6 იანვრის ჩათვლით, საათივით აწყობილ საჯარო სექტორს "დამსახურებული" 7-დღიანი არდადეგები გამოუცხო, რითაც ქვეყანა 320 მილიონი ლარით აზარალა.

გორის მერის კარგად გამოძინებული სახე იქით იყოს და რატომ გამახსენდა ეს ამბავი? - ახალი წლის დღეებში ბევრ ჩვენგანთან ხან შუქი ჩაქრა რამდენიმე საათით, ხან წყალი წავიდა მთელი დღით. ბევრს ნებართვა დასჭირდა მუნიციპალიტეტში და ვერ აიღო. ბევრს იუსტიციის სახლში ამონაწერის მიღება გადაუვადდა და ზოგმა უბრალოდ ვერ იქორწინა. კიდევ რამდენი რამ ვერ შევძელით, რადგან საჯარო მოხელეებმა „გადააბეს“, ჩვენსავით კი არა, 3 იანვარს 9 საათიდან საქმეს რომ დავუბრუნდით, არამედ რომელიმე მილიციელი ვოვასავით სარანსკში, პუტინმა რომ „დამსახურებულად“ დაასვენა.

საჯარო მოხელეებს არაფერს ვერჩი, ისეც ბიუროკრატები არიან და ასეც. აქ პრობლემა სხვაგანაა. საქართველო, სლოვაკეთთან ერთად, ევროპაში პირველ ადგილზეა უქმე დღეების რაოდენობით (ამ დამატებითი 4 დღის გარეშე) წელიწადში 15 დასვენების დღით. მაგალითად, ნიდერლანდებში 7 დღეა, ბელორუსშიც კი 9 დღეა! ანუ, ევროპაში ყველაზე მეტი დღე "ოფიციალურად ვისვენებთ", ისევ არ ვთვლი გორის მერის უხელფასო შვებულებებს.

პრემიერის დადგენილებაში, პროვინციელი რაიკომის მდივნისთვის დამახასიათებელი მკაცრი ტონით კი ეწერა, სახელმწიფო შესყიდვებს არ ეხებათო, მაგრამ ამ დღეებში გზებზე დაყრილი მარილის რაოდენობამ გვაჩვენა, რომ თურმე ეხებათ და საკმარისი მარილი არ ჰქონდათ.

მარილიც იქით იყოს და მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სექტორის დასვენებასა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს შორის პირდაპირი ბმა არ არსებობს, ეკონომისტების სხვადასხვა დათვლებით, საქართველოს ეკონომიკას ერთი უქმე დღე დაახლოებით 80 მილიონი ლარის ზარალად უჯდება. "ორნიშნა" ზრდის პირობებში დამატებით, ერთი დადგენილებით, 320 მილიონი ლარი რა ფულია, ამაზე რომ ვიწუწუნოთ და აღვშფოთდეთ, მაგრამ მაინც.

ასე რომ, ამიერიდან გახსოვდეთ, თქვენი მერიაში მომუშავე მეზობელი 3 იანვარს სამსახურში მიმავალს, სახლის ფანჯრიდან ხალათში გამოწყობილი, დინჯად რომ გაყოლებთ თვალს, აი მაგ საშინელ განცდას ისიც ემატება, რომ ეგ ამბავი დღეში 80 მილიონი ლარი ჯდება!” - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი