უკან

პოლიტიკა

15 ივნისი, 2017 18:00
font-size

თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ კონფერენცია გაიმართა

თბილისში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ორგანიზებით, თემაზე: „მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციონალიზაცია- დემოკრატიული მმართველობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“ კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ჯიქიამ, ევროკავშირის ელჩის მოადგილემ საქართველოში კარლო ნატალემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ირაკლი მატკავამ გახსნეს, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქალაქის მერები და მუნიციპალიტეტის გამგებლები დაესწრნენ.

კონფერენციაზე საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში მოქალაქეთა მონაწილეობის, დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგია და მისი მიმდინარეობა, სახელწიფო მართვის ეფექტურობის საკითხები და ევროპული ქვეყნების გამოცდილება განიხილეს. შეხვედრაზე თვითმმართველობის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებაზეც იმსჯელეს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის დახვეწასა და დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის მომზადებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თვითმმართველობის კოდექსში ახალი თავი „მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური მექანიზმები წარადგინდა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებასა და ადგილობრივი საქმეების განკარგვაში მოსახლეობის მონაწილეობას ისახავს მიზნად.

ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს, მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტურობაზე დისკუსიაც მოეწყო.

კონფერენცია პროექტის „ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციონალური ჩარჩოების“ გაძლიერება ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის- აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ქართველი პარტნიორი კი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციაა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი