უკან
პოლიტიკა
27 მარტი, 2017 16:15
უახლოეს ხანებში პრემიერს საკადრო გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს - გია ხუხაშვილი
ექსპერტ, გია ხუხაშვილის განცხადებით მთავრობაში გავლენიანი ჯგუფები ჩამოყალიბდნენ.
მისი პროგნოზით, პრემიერს საკადრო ცვლილებების განხორციელება მოუწევს.
”სახელისუფლებო მართვის ცუდი სისტემა ჩამოყალიბდა, რომელსაც პრემიერთან კვეთა იშვიათად აქვს. ანუ სახელმწიფო ინსტიტუციურად კი არა, კონკრეტული პირებისაგნ იმართება. არ დავაკონკრეტებ, რომელი გავლენიანი დაჯგუფებები ჩამოყალიბდა მთავრობაში, ეს ისედაც ყველამ იცის. ვფიქრობ სამთავრობო ცვლილებები კარზეა მომდგარი. უახლოეს ხანებში პრემიერს საკადრო გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს” - განაცხადა ხუხაშვილმა ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.