უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
პოლიტიკა
უბარიერო სისტემას ცალკე დამოუკიდებლად არ განვიხილავ, შეხვედრა უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე - გიორგი ვაშაძე
პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არასაპარლამენტო ორგანიზაცია მზადაა მმართველ გუნდთან შესახვედრად და ამაზე შიდაკონსულტაციები გაიმართება.
ვაშაძის შეფასებით, საუბარი მხოლოდ საარჩევნო ბარიერს კი არა, მთლიანად საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა დაეთმოს.
„საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ფუნდამენტური განხილვა სჭირდება, ცალკე ამოგლეჯილად ინიციატივებზე საუბარი აზრს მოკლებულია. ოპოზიციის ერთიანობამ შეძლო ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაიხია და ეძებს გამოსავალს იმ ჩიხიდან, სადაც თვითონ შეიყვანა საკონსტიტუციო პროცესი.
უბარიერო სისტემას ცალკე დამოუკიდებლად არ განვიხილავ. ვფიქრობ, 3%-იანი ბარიერი, რაზეც იყო საუბარი, ნორმალურია. დანარჩენი უკვე მნიშვნელოვანია განვიხილოთ რა ცვლილებებზე ვთანხმდებით.
მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა, რომ მაქსიმალურად სრულყოფილი საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ. ვერ იქნება მმართველი გუნდიდან ისეთი წინადადება, რომ შეხვედრა მხოლოდ უბარიეროზე გაიმართოს. წინადადება უნდა იყოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამონაკლისის სახით საარჩევნო ბარიერს მოხსნის. როგორც შემდგომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, ამაზე საუბარი მმართველ გუნდში არ ყოფილა, თუმცა „ქართული ოცნება“ მზადაა, ოპოზიციას შეხვდეს და განიხილოს როგორც საარჩევნო ბარიერი, ასევე სხვა საკითხები.