უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 მარტი, 2017 12:30
font-size

უჩა ნანუაშვილმა გაეროს სპეციალურ მომხსენებელი პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში საქართველოში მოიწვია

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოწვევის წერილი გაუგზავნა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში ჯოზეფ კანატაჩის.

სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოწვევის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით ინდივიდუალური თუ უფრო ფართო, სისტემური ხასიათის უფლებადარღვევათა გარემოებების შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და მათზე რეაგირების მექანიზმების გამოვლენა.

„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით; ასევე, ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების სტრატეგიაში, თუმცა, მიუხედავად საკანონმდებლო გარანტიებისა, საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის.

მოწვევის წერილში სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი და უარყოფითი ტენდენციები განიხილა. ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შექმნის მნიშვნელობაზე; ასევე მიუთითა, რომ ახალი კანონის მიღების მიუხედავად, კვლავ დღის წესრიგში დგას ე.წ. მოსმენების საკანონმდებლო რეგულაციების და მისი კონტროლის მექანიზმის ეფექტურობის საკითხი.

წერილში ასევე საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიაზე – „წამმზომი ჩართულია“, რომელიც სახალხო დამცველმა 2016 წლის მარტში გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების სწრაფად და ეფექტურად გამოძიების მიზნით წამოიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ ჩანაწერების გამავრცელებელი პირები კამპანიის დაწებიდან ერთი წლის შემდეგაც არ არიან იდენტიფიცირებული. დღემდე დღის წესრიგში დგას პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა საზოგადოებაში და დანაშაულის ჩამდენ პირებში დაუსჯელობის სინდრომი.

სპეციალური მომხსენებლის ვიზიტები ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც მანდატის მფლობელს საშუალებას აძლევს ზოგადი შეფასება მისცეს ადამიანის უფლებათა ირგვლივ არსებულ მდგომარეობას ან/და კონკრეტულ ინსტიტუციურ, სამართლებრივ, სასამართლო თუ ადმინისტრაციულ სიტუაციას მოცემულ ქვეყანაში. ვიზიტის განმავლობაში ის ხვდება ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს, ქვეყნებში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფებს, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც საჯარო ანგარიშების სახით ქვეყნდება. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პირადი ცხოვრების უფლების დაცვის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ვიზიტისა და მასთან წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, მთავრობა და სხვა პასუხისმგებელი მხარეები უფრო ეფექტურ ღონისძიებებს გაატარებენ, რაც აუცილებლად აისახება ქვეყანაში პირადი ცხოვრების დაცულობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“,-ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი