უკან
არქივი
კომენტარი
24 ოქტომბერი, 2017 11:25
უკონკურენტოა `ქართული ოცნება`, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მეორე მხარეს არის ,,ნაციონალური მოძრაობა“ - მამუკა მდინარაძე
,,ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე ლოგიკურს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტს თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, უკონკურენტოა "ქართული ოცნება", მით უმეტეს მაშინ, როდესაც მეორე მხარეს არის ,,ნაციონალური მოძრაობა.“
„ეს არ უნდა იყოს ძნელი გამოსაცნობი. თავიდანვე კარგად უწყიან, რომ წარმატება გამორიცხულია მათი მხრიდან, რადგან უკონკურენტოა "ქართული ოცნება", მით უმეტეს მაშინ, როდესაც მეორე მხარეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, ვერ ხედავენ აზრს, მიიღონ მონაწილეობა და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური,"- განაცხადა მდინარაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი