უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ივნისი, 2018 11:05
font-size

უპირობოდ, მთავრობის ამ შემადგენლობას სრული მხარდაჭერა ექნება - გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდს სრული მხარდაჭერა ექნება პარლამენტის მხრიდან. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბახტაძეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ 2-3 კვირის განმავლობაში არა მხოლოდ სამთავრობო, არამედ მთავრობის მართვის სისტემის ცვლილებები განახორციელოს.

„ძალიან საინტერესო ხედვები წარმოადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, რამდენიმე თვეა, რაც ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს რეფორმებს, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს. ვფიქრობ, უფრო დახვეწილი იქნება მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი პროგრამა. იმ შენიშვნების, შემდეგ რაც მოისმინეს ფრაქციებში, კომიტეტებში, ვფიქრობ, მას უნდა მიეცეს საშუალება, რომ უახლოესი პერიოდისთვის, ორი-სამი კვირის განმავლობაში სრულად წარმოადგინოს ის ხედვები, რომელიც უნდა აისახოს არა მარტო შემადგენლობის ცვლილებებში, არამედ მთლიანად, მთავრობის მართვის სისტემის ცვლილებებში.

უპირობოდ, მთავრობის ამ შემადგენლობას ექნება სრული მხარდაჭერა – დავარქვათ დროებითი მთავრობა თუ დროებითი, გარდამავალი პერიოდი. გარდამავალი პერიოდი იმისთვის არის საჭირო, რომ წარმოდგენილი იყოს გაცილებით ნათელი სურათი, სქემა იმ მართვისა, რომელითაც ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა ვიცხოვროთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ. მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. სამივე მათგანი შესაბამის უწყებებში მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გუნდთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამას გააცნობს. შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხისა და სიტყვით გამოსვლების რეჟიმში გაგრძელდება. რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ამის შემდეგ კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება. პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა წარედგინება და მთავრობა ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს 12:00 საათზე დაიწყება.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი