უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ანონსები

17 დეკემბერი, 2021 10:05
font-size

ანონსი - 17 დეკემბერი

11:00 საათზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის „დამოუკიდებლობის დარბაზში" დავით ქაცარავა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ განცხადებას გააკეთებს და პროცესის ამსახველ დოკუმენტურ მასალას წარადგენს.

მის: ლადო გუდიაშვილის ქ. 7

11:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან მასწავლებლები აქციას გამართავენ.
თემა: სტატუსის შენარჩუნება, სასწავლო წლის ბოლომდე და სამუშაო ხელშეკრულების გაგრძელება გამოცდის დანიშვნამდე.

11:00 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ანგარიშის - ,,2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგი საქართველოში'' პრეზენტაციას გამართავს. (პრეზენტაციაზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც აქვთ „მწვანე პასპორტი“).
საკონტაქტო: 32 2 37 69 50; 32 2 38 46 48
მის: ა. გახოკიძის 11ა, 0 სართული, („ადამიანის უფლებათა სახლის“ საკონფერენციო დარბაზი“).

11:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (ჩ კორპუსი, II სართული).

11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

11:30 საათზე, საქართველოს „რესტორატორთა ასოციაციის" დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრი მთავარში" განცხადებას გააკეთებს.
თემა: „მწვანე პასპორტით" დაზარალებული რეგულაციების დამცველი ბიზნესი.
მის: ერწოს ქუჩა 11.
საკონტაქტო: 599 726565

12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი.

12:00 საათზე, სასტუმრო „ვინდჰემ გრანდში“, კვლევა „საქართველოს მუსლიმი ქალების ყოფა და უგულებელყოფის პოლიტიკა“-ის პრეზენტაცია გაიმრატება.
მის: გუდიაშვილის

14:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Hორიზონ Eუროპე-ის ეროვნული ოფისის დაფუძნების ღონისძიებას გამართავს.
მისამართი: სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია", რესპუბლიკის მოედანი N1.

15:15 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული).

16:00 საათზე, პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მეორედ მოინახულებს.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი