უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივლისი, 2018 17:00
font-size

უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირში გასამგზავრებლად ფასიანი ელექტრონული რეგისტრაცია დაწესდება

უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირში გასამგზავრებლად ფასიანი ელექტრონული რეგისტრაცია დასჭირდებათ.

შესაბამის ინიციატივას მხარია ევროპარლამენტმა დაუჭირა.

ელექტრონული ავტორიზაციის ღირებულება 7 ევრო იქნება. ავტორიზაცია 18 წლამდე და 70 წელს გადაცილებული პირებისთვის უფასო იქნება.

კანონპროექტს, რომელიც ევროკავშირის მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემის, ETIAS-ის შექმნას ითვალისწინებს, ევროპარლამენტის 494 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 115 ევროპელი კანონმდებელი იყო, 30-მა კი, თავი შეიკავა.

სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა 2021 წლიდან უნდა ამოქმედდეს.

ავტორიზაციის ერთხელ გავლის შემთხვევაში, ის სამ წლის განმავლობაში იმოქმედებს.

აპლიკანტი ავტორიზაციას აპლიკაციის შევსებიდან თითქმის დაუყოვნებლივ მიიღებს.

აპლიკაციაში პერსონალური მონაცემების შესახებ შეკითხვების გარდა, იქნება კითხვები წარსულში ნასამართლეობის ან აპლიკანტის მიერ კონფლიქტის ზონებში ყოფნის შესახებ. აღნიშნული ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, ევროკავშირში მის ჩასვლამდე განსაზღვრონ, წარმოადგენს თუ არა პირი საფრთხეს. ასეთ შემთხვევაში, მგზავრს ევროკავშირში შესვლის უფლება არ მიეცემა.

როგორც ევროდეპუტატები აცხადებენ, შემოწმება მგზავრებს პრობლემებს არ შეუქმნის.

ევროპარლამენტის მიერ ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, მას ევროკავშირის მინისტრთა საბჭომაც უნდა დაუჭიროს მხარი.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი