უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 მაისი, 2016 18:25
font-size

უზენაესი სასამართლოს კანდიდატებით პრეზიდენტი არასოდეს ვაჭრობს - კახა კოჟორიძე

პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველმა გუნდმა შესაძლოა, პრეზიდენტის მიერ დასახელებულ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს, პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე პასუხობს.

ის გამორიცხავს რაიმე სახის კონსულტაციებს მმართველ გუნდთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

როგორც კახა კოჟორიძემ პრეზიდენტიოს ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, გაუგებარია, რატომ ითხოვს მმართველი გუნდი კონსულტაციებს, როცა პრეზიდენტის პრეროგატივაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენა.

,,უზენაესი სასამართლოს კანდიდატებით პრეზიდენტი არასოდეს ვაჭრობს. ჩემთვის მართლაც გაუგებარი განცხადებაა; გაუგებარია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ კანდიდატები პრეზიდენტის მიერ არის უკვე დასახელებული. მეორე იმიტომ, რომ ამ კანდიდატებთან დაკავშირებით საპარლამენტო-საკომიტეტო განხილვები უკვე დასრულებულია და მესამე და მთავარი - საქართველოს პრეზიდენტის პრინციპული პოზიციაა, რომ პოლიტიკური კონსულტაციები თუ კულუარული შეთანხმებები უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით არ გაიმართოს.

უზენაესი სასამართლო უნდა იყოს არბიტრი, შემფასებელი პოლიტიკისგან გვერდით მგდომი ინსტიტუტი და შესაბამისად, ის არ უნდა ჩაერთოს პოლიტიკაში. ამიტომ, კანდიდატებზე შეთანხმება არ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის თუ კულუარული შეთანხმებების, კონსულტაციების საგანი’’, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი