უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
მსოფლიო


ვაფასებ, რომ მზარდია იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც ამ აბსურდის თეატრში მონაწილეობაზე უარი თქვეს - ისრაელი გაეროს რეზოლუციას არ ცნობს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს აშშ-ს, უკან წაიღოს თავისი გადაწყვეტილება, რომლითაც იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს.
როგორც ნეთანიაჰუმ ფეისბუკზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ისრაელი ამ რეზოლუციას არ ცნობს, ხოლო იერუსალიმი „არის, იყო და იქნება“ ქვეყნის დედაქალაქი.
მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში.
„მე ვაფასებ იმ ფაქტს, რომ მზარდია იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც უარი თქვეს, მონაწილეობა მიეღოთ ამ აბსურდის თეატრში“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელ ნიკი ჰეილის ისრაელის დაცვისთვის.
გენერალურმა ასამბლეამ 128 ხმით დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას. წინააღმდეგ გამოვიდა 9 ქვეყანა: გვატემალა, ისრაელი, მარშალის კუნძულები, პალაუ, ტოგო, მიკრონეზია, ნაურუ, ჰონდურასი და აშშ. 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა კენჭისყრისას. საქართველოს დელეგაცია სხდომას არ დასწრებია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად 6 დეკემბერს აღიარა. მისი გადაწყვეტილებით, აშშ-ის საელჩო თელპ-ავივიდან „წმინდა ქალაქში“ უნდა გადავიდეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, გარდაიცვალა
11 სექტემბერი, 2025 , 09:58

პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს, უპილოტო საფრენი აპარატები ქვეყანაში დასავლეთ უკრაინის მხრიდან შეიჭრნენ
10 სექტემბერი, 2025 , 08:48

როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ - დონალდ ტრამპი
5 სექტემბერი, 2025 , 18:11

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით - დონალდ ტრამპი
3 სექტემბერი, 2025 , 10:00
ბომბით დატვირთულმა მანქანამ საქართველოს სასაზღვრო პუნქტი `ზემო ლარსი` გადაკვეთა - „ეფ-ეს-ბე“
18 აგვისტო, 2025 , 18:27

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა
18 აგვისტო, 2025 , 09:38