უკან
პოლიტიკა
17 აგვისტო, 2018 17:15
ვაი, ბიძინას და ვუი, ქვეყანას მათ ხელში, მაგრამ, მაინც ყველას მალე გვეშველება - დავით უსუფაშვილი
"შენების მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი, ,,ქართული ოცნების“ წევრების კრიტიკას პასუხობს.
უსუფაშვილი განმარტავს საკუთარ განცხადებას, სადაც თქვა, რომ უფლებამოსილების გათვალისწინებით პარლამენტის თავმჯდომარე სარდაფის ნულოვან სართულზე უნდა იჯდეს.
"გუშინ მთელი დღე უამრავი ადამიანი გაოგნებული მეკითხებოდა, როგორ მივაყენე ოცნების ლიდერებს ამხელა ადამიანურ-პოლიტიკურ-ინსტიტუციური ტკივილი კონსტიტუციური ფაქტების კონსტანტაციით?! „გადავახვიე“ და მივხვდი - მე მათი „ბიძინური გრძნობების შეურაცხყოფა“ ჩამიდენია... ვაი, ბიძინას და ვუი, ქვეყანას მათ ხელში; მაგრამ, მაინც ყველას მალე გვეშველება!,"-წერს უსუფაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.