უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
საზოგადოება
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით შვიდი პაციენტი მკურნალობს
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით შვიდი პაციენტი მკურნალობს. ორ ახალ პაციენტს ვირუსი გუშინ გვიან ღამით დაუდასტურდა. მათგან ერთს მოგზაურობის ისტორია აქვს, მეორეს კი კორონავირუსი საქართველოში გადაედო, თუმცა საავადმყოფოში ვერ ადასტურებენ, არის თუ არა დადგენილი წყარო.
„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 14 პაციენტი. მათგან უკვე შვიდ პაციენტს აქვს დადასტურებული „კოვიდ-19“. გუშინდელი კვლევიდან ორ პაციენტს დაუდასტურდა, ორი პაციენტი დღეს ჩაერთვება კვლევაში. დადასტურებული პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის.
ძველ პაციენტებში შეინიშნება გამოჯანმრთელების კარგი ტენდენცია, ამ დღეებში მოხდება ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება და შემდგომ უკვე დადგება მათი გაწერის საკითხი, - განაცხადა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 22 გამოჯანმრთელდა.