უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 თებერვალი, 2019 14:10
font-size

ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ მიტაცების მცდელობა გამოავლინეს

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ მიტაცების მცდელობა გამოავლინა. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერიამ უკვე ასეთი არაერთი ფაქტი გამოავლინა.

„მინდა, შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მუნიციპალიტეტის ანუ სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ, ყაჩაღურად დატაცებას. ჩვენ ასეთი არაერთი ფაქტი გამოვავლინეთ და ბოლო დღეების განმავლობაში მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინა ასეთი უკანონო ფაქტები, როდესაც ტერიტორიების უკანონოდ, ყაჩაღურად დატაცება ხდებოდა, რაც ძალიან მძიმეა და პირადად, ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია”,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა ფოტომასალა, რომელზეც, მისი თქმით საძირკველის ჩასასხმელად გამზადებული ტრანშეებია გამოსახული.

კახა კალაძის განცხადებით, ფოტოსურათზე ასახული ტრანშეები უკვე შევსებულია და შესაბამისად, მიწაც მოსწორებულია.

„შემდეგ გადის გარკვეული დრო, ელოდებიან და შემდეგ ცდილობენ დაკანონებას. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა გავაფრთხილო და ვიყოთ კატეგორიულები, რომ ეს არავის არ გამოუვა. ჩვენ არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს მიწები ასე ყაჩაღურად დაიტაცონ. მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ რეაგირება იყო დროული. რა თქმა უნდა, ეს ტრანშეები შევსებულია და მიწაც მოსწორებულია. არსებობს გარკვეული ჯგუფები, ვინც ამგვარ ქმედებებს სჩადიან. რა თქმა უნდა ჩვენ შს სამინისტროს ჩავაყენებთ საქმის კურსში და ერთიანი ძალისხმევით შევეწინააღმდეგებით ამ უკანონობას. ეს ადამიანები ამ ქმედებებით უპირისპირდებიან თბილისის მერიას და ზოგადად, სახელმწიფოს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ასეთ მიდგომასა და დამოკიდებულებას. როგორც ვიცი, პატარა სახლებიც არის ჩადგმული და ჰგონიათ, რომ ამას დავუკანონებთ, თუმცა ისინი ძალიან ცდებიან. გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომ ეს მიწები ისევ მუნიციპალიტეტს დაუბრუნდეს საკუთრებაში. თუ საჭირო იქნება დემონტაჟის სამუშაოების ჩატარება, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. როგორც ვიცი, ტენდერი უახლოეს პერიოდში დასრულდება და მალე გვეყოლება კომპანია, რომელიც ასეთ სამუშაოებს შეასრულებს და კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონს”,- განაცხადა თბილისის მერმა.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი