უკან
პოლიტიკა
19 სექტემბერი, 2018 12:55
ვაშინგტონში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაა - დავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტთან რეი უოშბერნთან შეხვედრაზე მნიშვნელოვანი შეფასება მიეცა საქართველოს ეკონომიკურ-საინვესტიციო გარემოს და დაისახა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
მისი თქმით, OPIC დაინტერესებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული, ლოჯისტიკისა და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელებით.
„მათი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების და იმ კურსისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, თანხვედრაშია აშშ-ის ინტერსებთან და მათ ხედვასთან თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ეკონომიკური განვითარების მაგალითი რეგიონში.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.