უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ოქტომბერი, 2017 16:25
font-size

ვაშინგტონშიც კი მიიჩნევენ, რომ მოსკოვთან დიალოგი აუცილებელია - დავით თარხან-მოურავი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში ჩავიდეს.

თარხან-მოურავმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცხინვალთან და ოსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტის პერსპექტივა არსებობს.

„ცხინვალში ჩასვლის გეგმა არსებობს. ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება დღეს გადაიჭრას. ბევრი რამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ამის პერსპექტივა არსებობს, თუმცა დიალოგისთვის საქართველოს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს. ხელისუფლებამ სოხუმთან და ცხინვალთან ლაპარაკი უნდა დაიწყოს. ვაშინგტონშიც კი მიიჩნევენ, რომ მოსკოვთან დიალოგი აუცილებელია, რათა უზარმაზარი მტრობა და დაპირისპირება ჩაქრეს, რაც არის.

ძალა არ გვაქვს, რომ რუსეთს მოვერიოთ, რადგან ათასჯერ მეტი ტერიტორია აქვს. დიალოგი აგრესიას აქრობს და გამოსავალია საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატი. საქართველოში კონფერენცია უნდა ჩატარდეს, რუსი და ამერიკელი კონგრესმენები ჩამოვიყვანოთ, სადაც განხილვის საგანი - თავდაუსხმელობა, საზღვრების საკითხი იქნება.

რუსეთი თანახმაა, ასეთ ფორმატზე ვილაპარაკოთ. როგორც მინიმუმ, ეს ფორმატი იმას მაინც მოგვიტანს, რომ რაღაც კოლექტიურ გარანტიაზე შევთანხმდეთ. რუსეთში შეხვედრაზე თითოეული სიტყვა რაც ითქვა, ამის სტენოგრამა არსებობს. კარგი პასუხებია, მაგრამ თქვენთვის კონფიდენციალურია. ამას საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ და ხელისუფლებამ ყველაფერი იცის", - განაცხადა თარხან-მოურავმა.

,,პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

„კვირიკაშვილი და ბოკერია ერთი გუნდია, ერთმანეთთან გარიგებული არიან და რაზე უნდა ვილაპარაკოთ, კვირიკაშვილის მთავრობა უნდა გადადგეს. ამ მთავრობას ჩვენ გადავაყენებთ", - განაცხადა ,,პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.

თარხან-მოურავმა აქვე აღნიშნა, რომ მის გუნდს ბიძინა ივანიშვილი არ აფინანსებს.

„ბიძინა ივანიშვილი არ გვაფინანსებს და მით უმეტეს, რუსული სპეცსამსახურები. რუსეთისგან ვინც ფინანსდება, არ მალავს. ეს შურია ჩვეულებრივი, რადგან პოლიტიკურ ველზე არიან პარტიები, რომელებიც ქრებიან. ნათელაშვილის პარტია არსებობს, ორი კაცია სულ პარტიაში? ვინ აფინანსებს შალვას? მოუსმინეთ და გაიგებთ. გზას ვკვალავთ და ხელისუფლებას ვეუბნებით, წადით მოლაპარაკებებზე-თქო. კვირიკაშვილი იმას აკეთებს, რასაც ბოკერია ეუბნება. რა გვსურს ჩვენ? - დაბრუნება თუ გვინდა, ნებისმიერ მოქნილ ნაბიჯზე უნდა წავიდეთ, რომ აფხაზეთი და ოსეთი დავიბრუნოთ. რუსეთი ამერიკასთან და ბრიუსელთან ერთად უნდა ვაიძულოთ, რომ ამ რეგიონში იყოს მშვიდობა.

„ქართულ ოცნებაში" არის ხალხი, ვინც ჩვენს იდეებს მხარს უჭერს და არიან ადამიანები, ვინც წინააღმდეგია", - აღნიშნა თარხან-მოურავმა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი