უკან
პოლიტიკა
16 იანვარი, 2021 15:00
ვასილ მაღლაფერიძე პარტია `ქართული ოცნების` თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა
ვასილ მაღლაფერიძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ამავდროულად პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრადაც აირჩიეს. მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება ყრილობაზე მიიღო.
ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე და პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაც აირჩიეს. პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე იზრდება.
შეგახსენებთ, ვასილ მაღლაფერიძე პირველი არხის დირექტორობიდან 2020 წლის 18 აგვისტოს გადადგა.