უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ივნისი, 2022 10:46
font-size

ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა გზავნილი შეცვალა, უარყო მისივე განცხადება, პრეზიდენტის ამ განცხადებას ჩვენ დავაფასებთ - ირაკლი კობახიძე

ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა გზავნილი შეცვალა, უარყო მისივე განცხადება და თქვა, რომ სააკაშვილს, გვარამიას და ივანიშვილს ერთ სიბრტყეში არ აყენებს, რაც ძალიან კარგია. ბუნებრივია, პრეზიდენტის ამ განცხადებას ჩვენ დავაფასებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ შეაფასა პრეზიდენტის ბრიფინგის ის ნაწილი, სადაც მან ევროკავშირის მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი იყო, რომ პრეზიდენტმა ორ რამესთან დაკავშირებით შეცვალა საკუთარი გზავნილი. პირველი, შეიძლება ამას ვიღაცამ ანტიდასავლური რიტორიკა უწოდოს - მან თავიდანვე თავად გააკრიტიკა რეზოლუცია. თქვა, რომ ამ რეზოლუციაში ბევრი უზუსტობა იყო და უსამართლო ჩანაწერიც იყო. თქვა, რომ არ იყო სამართლიანი ეს რეზოლუცია, რატომ მოხდა ეს ცალკე თემაა, მაგრამ სამართლიანი რომ არ იყო, ეს აღნიშნა.

მეორე, როდესაც რამდენიმე დღის წინ იყო მისი გამოსვლა ერთ სიბრტყეზე დააყენა მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და ბიძინა ივანიშვილი. პირდაპირ თქვა, რომ ვერც სააკაშვილს, ვერც გვარამიას და ვერც ივანიშვილს ამ ქვეყანას ვერ გადავაყოლებთ. როდესაც ამბობ,რომ სააკაშვილს, გვარამიას და ივანიშვილს ვერ გადავაყოლებ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეს არის სამი ადამიანის ერთ სიბრტყეში დაყენება და აქაც ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა გზავნილი შეცვალა, უარყო მისივე განცხადება და თქვა, რომ ერთ სიბრტყეში არ აყენებს, რაც ძალიან კარგია. ბუნებრივია, პრეზიდენტის ამ განცხადებას ჩვენ დავაფასებთ.

რაც შეეხება დანარჩენ ანალიზს, ე.წ. უკუსვლასთან დაკავშირებით უაღრესად სუსტი იყო და შეგვიძლია თითოეული ნაწილი პუნქტობრივად გავარჩიოთ. დაწყებული [შარლ მიშელის დოკუმენტის] ანულირებით, ცესკო, პროკურორი, ყველაფერს სათითაოდ გავარჩევთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ამ კონტექსტში მან ისაუბრა შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მიშელის დოკუმენტი „წყალში გადაყრილი არ არის“.

„დოკუმენტი წყალში რატომ გადაიყარა? ჩვენ მისი მადლიერი ვართ იმის გამო, რომ დღეს პარლამენტი შემდგარია, ოპოზიცია პარლამენტშია. შარლ მიშელის შედეგი მიღწეულია და ამის თქმა შარლ მიშელს ყველასთვის შეუძლია“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი