უახლესი ამბები
- 21.10.2025 15:54არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 15:49თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
- 21.10.2025 15:42პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე
- 21.10.2025 15:20იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 15:17ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 15:12ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
არქივი
პოლიტიკა
ვენეციის კომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე არ დაამტკიცოთ საკონსტიტუციო პროექტი - არასამთავრობოების მიმართვა საპარლამენტო უმრავლესობას
არასამთავრობო ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და ლიბერალური აკადემია თბილისი მოუწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ვენეციის კომისიის დასკვნამდე არ დაამტკიცონ საკონსტიტუციო პროექტი. კომისიის შეფასება ოქტომბერში გამოქვეყნდება.
არასამთავრობოების თქმით, თუკი ხელისუფლება არ შეასრულებს თავის დანაპირებს, რომ კონსტიტუციის მიღებამდე ვენეციის კომისიის რჩევებს გაითვალისწინებს, საქართველოს რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზარალდება საერთაშორისო არენაზე. მათი შეფასებით, 2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადადება არ შეუწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.
„მედიანიუსი“ არასამთავრობოებოის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„1 სექტემბერს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ, განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოში პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადადებით. იგი, ასევე, უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ვერ შედგა კონსენსუსი კონსტიტუციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 4 სექტემბერს ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა, მმართველ გუნდს ურჩია, დაელოდოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს კონსტიტუცია.
მიუხედავად ამისა, 5 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით მიღებულ იქნება ახალი კონსტიტუციის არსებული ვარიანტი, შესაბამისად, მასში მხოლოდ სარედაქციო ცვლილებები შევა. 4 სექტემბერს დაახლოებით იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.
მმართველი გუნდის ეს განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის „ქართული ოცნების“ ლიდერების ადრინდელ დაპირებასთან, რომ ისინი ვენეციის კომისიის ყველა რჩევას გაითვალისწინებდნენ.
მივმართავთ საპარლამენტო უმრავლესობას, აუცილებლად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის მოწოდებები და დაელოდოს ამ უწყების საბოლოო შეფასების გამოქვეყნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მნიშვნელოვნად შეილახოს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია. დანაპირების არშესრულება და პარტნიორების შეცდომაში შეყვანა, რა თქმა უნდა, უარყოფითად იქნება აღქმული მათ მიერ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შემდეგი არჩევნებისთვის არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება არ ემსახურება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიზნებს და ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია მრავალპარტიული და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის არსებობისთვის. მინიმალური პოლიტიკური კომპრომისის არარსებობა და მსგავსი ერთპიროვნული გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის სტაბილური განვითარების პერსპექტივებს. კონსტიტუცია სახალხო თანხმობის დოკუმენტია და აუცილებელია, მის შინაარსს იზიარებდნენ საზოგადოების ფართო ფენები“, -ნათქვამია განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29
იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17
ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12
შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია
21 ოქტომბერი, 2025 , 12:05

