უკან

კომენტარი

20 ივნისი, 2017 12:00
font-size

ვენეციის კომისიის დასკვნით საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში აისახა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეს არის გუნდის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმატება.

”ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ამ დასკვნის შინაარსის თაობაზე და ვიცოდით, თუ რა აისახებოდა ამ დასკვნაში. ამ დასკვნაში აისახა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით თვეების განმავლობაში. კერძოდ, ის რომ არსებული დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმატება, რომელმაც ძალიან დიდი წარმატებით დააგვირგვინა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი. ეს პროცესი საბოლოოდ საპარლამენტო ფორმატში დაგვირგვინდება მას შემდეგ, რაც სამი მოსმენით განვიხილავთ და მივიღებთ პარლამენტში დოკუმენტს. განხილვა დაიწყება მიმდინარე კვირის განმავლობაში. ზეგ დაიწყება პირველი მოსმენა და ამის შემდეგ გაგრძელდება მეორე განხილვა. თვის ბოლომდე მივიღებთ დოკუმენტს ორი მოსმენით, ამის შემდეგ ოქტომბერში დამტკიცდება დოკუმენტი საბოლოოდ მესამე მოსმენით”, - განმარტა კობახიძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა მოხდება, თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის საკითხს, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ მათ ამის გარეშეც აქვთ უფლებამოსილება, შეიკრიბონ და რიგგარეშე სხდომა ჩაატარონ.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტი აუცილებლად მოაწერს ხელს ამ დოკუმენტს, თუმცა, რომც არ მოეწეროს ხელი, კონსტიტუციის თანახმად, ჩვენ უფლებამოსილება გვაქვს ამის გარეშეც შევიკრიბოთ და რიგგარეშე სხდომა ჩავატაროთ”, - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი