უკან
მსოფლიო
5 თებერვალი, 2018 17:35
ვერ მოახერხეს შეთახნმების მიღწევა - ჰოლანდიამ თურქეთიდან ელჩი გაიწვია
ჰოლანდიამ თურქეთიდან ელჩი გაიწვია. ინფორმაცია ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალბე ზიილსტრამ საკუთარ ტვიტერში გაავრცელა. მისივე თქმით, მხარეებმა ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა, თუ როგორ გამოესწორებინათ ურთიერთობები.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა წინა წლის მარტში დაიძაბა, როცა ჰოლანდიამ როტერდამში ჩასულ თურქეთის საგარეო საქმეთა და ოჯახის საკითხებისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრებს დიასპორასთან შეხვედრის უფლება არ მისცა. თურქ პოლიტიკოსებს შეხვედრა უნდა გაემართათ 16 აპრილს თურქეთში დაგეგმილ რეფერენდუმთამ დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების გზით პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაფართოებას.