უკან

საზოგადოება

9 თებერვალი, 2017 15:15
font-size

ვერ მოვისმინე, რატომ არის საჭირო 11 თვით ტელე თუ რადიოგადაცემების დახურვა -უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს.

კერძოდ, სახალხო დამცველისთვის გაუგებარია, თუ რატომ არის საჭირო 11 თვით მაუწყებლის რადიო და ტელეპროგრამების გაჩერება, იმისთვის, რომ არხზე რეფორმა გატარდეს.

ამასთან, როგორც ნანუაშვილმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, საზოგადოებრივ მაუყებელს აქვს ვალდებულება საზოგადოებას სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდოს, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში აქტიური პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, იქნება ეს საკონსტიტუციო რეფორმა, თუ მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

„რეფორმა მაუწყებელში არის აუცილებელი, თუმცა ეს რეფორმა არ უნდა შეეხოს ჟურნალისტებს, იმ თანამშრომლებს, რომლებიც დღეს იქ მოქმედებენ და მათი უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. კითხვის ნიშნები არსებობს, თუ რატომ არის საჭირო 11 თვით სხვადასხვა პროგრამების გაჩერება, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური პოლიტიკური პროცესები, საკონსტიტუციო რეფორმა, მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

ზოგადად მაუწყებელს, განსხვავებით სხვა მედიისგან, აქვს დამატებით ვალდებულება კანონის თანახმად, რომ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებზე. აქედან გამომდინარე, ამ ვალდებულების შესრულება არის აუცილებელი.

მე, მაგალითად, ვერ მოვისმინმე, რატომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი სხვადასხვა რადიო თუ ტელეგადაცემების დახურვა ამდენი ხნის განმავლობაში“,-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი