უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 დეკემბერი, 2023 15:55
font-size

გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში - ირაკლი კობახიძე

მოლაპარაკებები აუცილებლად გაიხსნება, როცა იქნება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მე ჩემი პოზიცია შემიძლია გითხრათ, თუ არ იქნება 2024 წელს, იქნება 2025-ში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024 წელს უნდა იქნას ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკების გახსნა, არათუ კანდიდატის სტატუსის მიღება, თუმცა პოლიტიკური საკითხია და ამაში ჩვენ ღრმად ვერ შევალთ. მიგვაჩნია, რომ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკების გახსნა, მით უმეტეს გვეკუთვნის 2024 წლის დეკემბერში. იმედი გვაქვს, მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ დავამტკიცეთ, როგორი ტურბულენტური პოლიტიკური პროცესებიც არ უნდა გავიაროთ, საბოლო ჯამში, ვახერხებთ მიზნის მიღწევას და ეს კარგად გამოჩნდა კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. იყო რთული პროცესი, მაგრამ ეს პროცესები მივიყვანეთ წარმატებამდე, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე და იგივე დაპირება შეგვიძლია, გავცეთ საზოგადოების მიმართ მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით. როდის იქნება, ეს არის ცალკე საკითხი, მოლაპარაკებები აუცილებლად გაიხსნება, როცა იქნება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში.

კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა შარშან, მაგრამ მოგვენიჭა წელს. არაფერი შეცვლილა პრაქტიკაში. გაწევრიანებას რაც შეეხება, გაწევრიანების თარიღზე ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ მოქმედებს. ყოველ ჯერზე ჩვენ უფრო გვიან ვიღებდით კონკრეტული პროცესების დაწყებას ევროკავშირისგან, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში, უფრო გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების გაფორმების თაობაზე, გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, მაგრამ სამივე შემთხვევაში, დავასწარით უკრაინას და მოლდოვას. რატომ? ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ საბოლო ჯამში, ყველა ხედავს, რომ საქართველო ბევრად უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, მით უმეტეს, ამ მძიმე პროცესების შემდეგ, რაც წარიმართა უკრაინაში და რაც ასევე გავრცელდა დიდწილად მოლდოვაზე ეკონომიკური კუთხით. ჩვენ ვართ ბევრად წინ ყველა თვალსაზრისით – დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის. ყველა მიმართულებით ვართ ბევრად წინ, ათჯერ უფრო წინ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ასეთ პირობებში, მართალია, მათზე გვიან მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მათზე ბევრად ადრე შევალთ ევროკავშირში“, – განაცხადა კობახიძემ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი