უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 მაისი, 2023 14:47
font-size

ავიაკომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავი კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და ვაჩვენოთ, სად არის ქართული საზოგადოება - ელენე ხოშტარია

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, 19 მაისს, 12:00-ზე რესპუბლიკის მოედანზე მხარდამჭერებთან ერთად შეიკრიბებიან და მოსკოვი-თბილისის ფრენის გასაპროტესტებლად კოლონით წავლენ. ხოშტარია ასევე ამბობს, რომ შეუერთდებიან ყველა აქციას, რომელიც ამავე თემაზე დაიგეგმა.

„ქართული ოცნება“ რასაც აკეთებს თვითმფრინავებთან და ფრენებთან დაკავშირებით, ეს არის მორიგი ღალატი ჩვენი ევროპული ინტერესებისა. ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა. ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი. ავიაკომპანია „აზიმუტი“ ვერ დაფრინავს ვერცერთ ევროპულ სახელმწიფოში, ვერ ჯდება ვერცერთ ევროპულ სახელმწიფოში. აკრძალულია, რადგან ეს კომპანია აკეთებს იმ თვითმფრინავებს და ბომბდამშენებს, რომლებმაც დაბომბა ჩვენი ქვეყანა, რომელიც დღეს ბომბავს უკრაინას, ხოცავს ადამიანებს.

მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობს, ამ კომპანიის ფრენა აკრძალულიაო და საქართველოს მთავრობამ ამ ავიაკომპანიას ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი ინტერესების ღალატით უთხრა, მობრძანდით, იფრინეთო. ავიაკომპანიის ხელმძღვანელი და მეწილე არის პუტინთან ჩახუტებული, მოღალატე, სისხლში ამოსვრილი ადამიანი, ზუსტად ისეთ სისხლში, როგორც ყველა ის ხომალდი, რომელიც აპირებს, იფრინოს საქართველოში.

გუშინ ვნახეთ, რომ ამ ავიაკომპანიას ვებგვერდზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უწერია, როგორც ცალკე სახელმწიფო და მითითებული აქვს, რომ რუსული პასპორტით აფხაზები და ოსები უნდა დაფრინავდნენ ამ თვითმფრინავით. პირდაპირ არღვევს ჩვენს კონსტიტუციას და ოკუპაციის კანონს. მთავრობამ, გარდა იმისა, რომ ნებართვა მისცა, სასწრაფოდ დაუკავშირდა რუსეთს და ორ საათში მოხსნეს საიტიდან ეს ჩანაწერი. ვნახეთ, როგორ სინქრონში მოქმედებს ჩვენი მთავრობა რუსეთთან. ეს არის მორიგი ღალატი, რომელიც მორიგი ამოცანის წინაშე გვაყენებს. ჩვენ არაერთხელ ჩავაბარეთ ეს გამოცდა, ჩავაბარეთ 24 თებერვალს, როდესაც უკრაინას დავუდექით გვერდით, ჩავაბარეთ ივნისში, როდესაც დავიცავით ევროპული არჩევანი და ზუსტად ასევე უნდა დავიცვათ დღეს ჩვენი ღირსება, სუვერენიტეტი.

შევუერთდებით ყველა აქციას, რომელიც თვითორგანიზებით იგეგმება დღეს პარლამენტის უკან და კანცელარიასთან, რათა ფრენის პირველ დღეს საქართველომ რუსეთს და მსოფლიოს აჩვენოს საკუთარი სახე. ეს თვითმფრინავი კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და ვაჩვენოთ, სად არის ქართული საზოგადოება. 19 მაისს, 12:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. ჩვენ არ ვერჩით მგზავრებს, ჩვენი საქმე არ არის, ვინ როგორ გადაწყვეტს, სად იფრინოს, მაგრამ რუსეთს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ამ თვითმფრინავს არ ხვდებიან ტაშით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი