უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
არქივი
პოლიტიკა
ვფიქრობ, ქუთაისი ახალ სიცოცხლესაც შეიძენს და განვითარების ინტენსივობა თვალსაჩინო იქნება - გია ვოლსკი პარლამენტის თბილისში გადატანაზე
„ქუთაისისთვის პარლამენტის თბილისში გადატანა დანაკლისი არ იქნება“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისის პარლამენტის შენობის ფუნქციის საკითხიც უკვე გარკვეულია.
„რაც გვაწუხებდა, ამ შენობის ფუნქცია იყო. ეს საკითხი გარკვეულია. საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის კონტურები ძალიან ფერმკრთალი იყო, ახლა ერთი საკითხიც და მეორეც გადაწყვეტილია. ვფიქრობ, ქუთაისი ახალ სიცოცხლესაც შეიძენს და განვითარების ინტენსივობა თვალსაჩინო იქნება. საგანმანათლებლო ცენტრი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ცენტრის არსებობა. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ სატრანსპორტო ცენტრიც არის, რომელიც, ასევე მნიშვნელოვანწილად გაფართოვდება“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, პერსპექტივაში ქუთაისი ფეხზე ძლიერად მდგომი ქალაქი იქნება.
საგაზაფხულო სესიიდან საქართველოს პარლამენტი საქმიანობას სრულად თბილისში განაგრძობს. ქუთაისის პარლამენტის შენობაში კი, საპოლიციო ჰაბი შეიქმნება.