უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

23 მაისი, 2018 23:07
font-size

ვილნიუსში პირველი რესპუბლიკის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა

ვილნიუსში, ლიტვის სახელმწიფო არქივის საგამოფენო სივრცეში, დღეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ლიტვის სახელმწიფო ცენტრალური არქივის დირექტორმა რამოიუს კრაუელისმა გახსნეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიტვის კულტურის სამინისტროს, ლიტვაში საქართველოს საელჩოს, ლიტვის საისტორიო და უახლესი ისტორიის არქივების, კაუნასის არქივისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

გამოფენა ასახავს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს (1918-1921), ასევე იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად გადადგა. აქვე წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლებიც წარმოაჩენენ საქართველო-ლიტვის ურთიერთობებს 1918 -1921 წლებში.

ექსპოზიცია წარმოაჩენს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარ მიღწევებს:

საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დაკარგვიდან 117 წლის შემდეგ. საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ეს იყო პირველი, თანამედროვე ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული, რესპუბლიკური წყობის სახელმწიფო. ახლად შექმნილ რესპუბლიკას გააჩნდა ეროვნული სიმბოლოები: დროშა, გერბი და ჰიმნი.

1919 წელს საქართველოში ჩატარდა დამფუძნებელი კრების თავისუფალი, პირდაპირი, საყოველთაო, პროპორციული არჩევნები. მასში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 60-ზე მეტმა პროცეტმა, განურჩევლად სქესისა, რელიგიისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ქალებს მიენიჭათ ამომრჩევლის როგორც პასიური, ისე აქტიური ხმის უფლება. ამასთან, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიათა სიებში მყოფი ოცზე მეტი კანდიდატიდან ხუთი ქალი არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად.

საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც დღევანდელი გადასახედიდანაც კი პროგრესული შინაარსის მატარებელია.

გამოფენაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველო-ლიტვის 100 წლის წინათ ჩამოყალიბებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს. აღსანიშნავია, რომ ლიტვას ამიერკავკასიის წარმოადგენდა მისი ერთ-ერთი პირველი დიპლომატიური მისია საზღვარგარეთ, რომელმაც ხელი შეუწყო ორ ახალგაზრდა სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა განვითარებას.

გამოფენაზე წარმოდგენილია მე-20 საუკუნის დასაწყისში კავკასიის ლიტვური საზოგადოების მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები და ფოტომასალა. მათ შორის: პირველი მსოფლიო ომის დროს თბილისში გამართული კავკასიაში მცხოვრებ ლიტველთა ყრილობის, თბილისში მცხოვრებ ლიტველთა მუსიკალური გუნდის ფოტოებს, კავკასიაში ლიტვის საბჭოს წევრების პ. დაილიდეს, პ. ვილიეშის, ბ. სიპავიჩიუსის, ა. მარცინკევიჩიუსის სამსახურეობრივ და პირად დოკუმენტებს. გამოფენაზე დამთვალიერებელი ასევე იხილავს ემიგრაციაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას, პარიზის სამშვიდობო კონფერენციასა და ერთა ლიგის ფარგლებში ლიტვის რესპუბლიკისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ურთიერთობების შესახებ დოკუმენტაციას, რომლებიც ასახავენ ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერას საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ.

გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, ლიტვის ცენტრალურ სახელმწიფო არქივსა და კაუნასის რეგიონალურ არქივში.

გამოფენა 5 ივნისამდე გაგრძელდება.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი