უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 იანვარი, 2017 16:10
font-size

ვიქტორ დოლიძე ევროკომისიის დელეგაციას შეხვდა

31 იანვარს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში დირექტორატის (DG-NEAR) ხელმძღვანელს ქრისტიან დანიელსონს და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს, მათ შორის, იმსჯელეს ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე. ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

„ჩვენ თვისობრივად ახალ ეტაპზე ვიმყოფებით ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. შეხვედრაზე განიხილება ის საკითხები, ინსტრუმენტები, პროგრამები და სააგენტოებთან თანამშრომლობის მომავალი პერსპექტივები, თუ როგორ შეიძლება კიდე უკეთ გამოვიყენოთ და მეტი დახმარება წამოვიღოთ საქართველოში, მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოგვიცხადონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა და ასევე, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ იმ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომელიც შეეხება ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, სადაც ჩვენ უფრო მეტი პრაგმატული, კონკრეტული და მათ შორის, პოლიტიკური მხარდაჭერა გვესაჭიროება.“ -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო გადადგილებისათვის, ევროკავშირის მხრიდან დარჩენილი პროცედურების განხორციელების ვადები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების პროცესში ევრეოკავშირის ფინანსური დახმარების როლსა და საქართველოს ახალ დახმარების ინსტრუმენტებში და პროგრამებში ჩართულობის შესაძლებლობის საკითხს.

შეხვედრის დასასრულს, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ მხარეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული ევროკავშირის დახმარების პრიორიტეტების ამსახველი ანალიტიკური დოკუმენტი გადასცა.

საკვანძო სიტყვები:

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი