არქივი
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ლიტვის დელეგაციას შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიედრიუს პუოჯუნასთან და ლიტველ ექსპერტთან კლაუდიუს მანიოკასთან.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ლიტველი ექსპერტი საქართველოში ლიტვის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ეწვია, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში მხარდაჭერას ეხება. შეხვედრაზე ლიტვის ექსპერტებმა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში კოორდინირებული მუშაობის გაძლიერებაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით დაგეგმილ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.
შეხვედრაზე ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა ლიტვის მხარეს საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის.