უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ნოემბერი, 2016 13:40
font-size

ვიქტორ დოლიძემ აპარატის თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

თავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რანგში ვიქტორ დოლიძემ ოფისის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ახალი მინისტრი თანამშრომლებს მისმა წინამორბედმა სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ წარუდგინა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, დავით ბაქრაძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „მგონია, რომ ეს ორი წელი ძალიან შედეგიანი იყო, რაც მთავარია ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც გაგრძელდება. იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ბატონ ვიქტორს მოყვება ამ საქმეში, დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი, ნაყოფიერი პერიოდი იწყება ამ ოფისის საქმიანობაში.“-აღნიშნა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა.

თავის მხრივ, ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა დავით ბაქრაძეს და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, იმისათვის, რაც აქამდე გაკეთდა. ჩვენ გვაქვს უკვე თანამშრომლობის გამოცდილება, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემები. ის, რაც აქამდე დათოსთან ერთად აკეთეთ თქვენ, არის ძალიან კარგი საფუძველი, რომ ზედნაშენები ჩვენც გავაკეთოთ. ძალიან ემოციური დღეა და დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ.“-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

ყოფილი მინისტრი დავით ბაქრაძე საქმიანობს აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის რანგში განაგრძობს.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი