უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 აგვისტო, 2018 11:45
font-size

ვის დაუჭერს „ქართული ოცნება“ მხარს, გამოჩნდება მას შემდეგ, რაც შესაძლებლობა მოგვეცემა, მოვისმინოთ ამა თუ იმ კანდიდატის ხედვა და პროგრამა - დავით სერგეენკო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს მხოლოდ მას შემდეგ, როცა გაეცნობა ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამას.

მინისტრის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ პარტიული კანდიდატის არდასახელებას თავისი ახსნა გააჩნია.

„არსებობს ორი მოცემულობა. პირველი, რაც გუშინ ცალსახად გაცხადდა შეხვედრის შემდეგ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, არ წარმოადგინოს პარტიული კანდიდატი და ამას თავისი ახსნა და ლოგიკა აქვს. რაც შეეხება იმას, თუ ვის დაუჭერს „ქართული ოცნება“ მხარს, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს, ეს გამოჩნდება უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ, რაც შესაძლებლობა მოგვეცემა, მოვისმინოთ ამა თუ იმ კანდიდატის ხედვა და პროგრამა. ძირითადი მსჯელობა იყო და საბოლოოდ შევთანხმდით ყველანი იმაზე, რომ პარტიული კანდიდატი არ იქნება წარმოდგენილი. ეს ერთი და მეორე - შეთანხმება იყო, რომ ჩვენ მხარდაჭერას არ ვაცხადებთ ამ ეტაპზე არცერთი კანდიდატის მიმართ, სანამ არ ვნახავთ მათ რეალურ პროგრამასა და ხედვას“, - განმარტა სერგეენკომ.

ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა

20 ნოემბერი, 2025 , 16:07

"ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს" - ასე ეხმაურებიან ყოფილი პრემიერის გუნდში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელ

შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“

20 ნოემბერი, 2025 , 15:26

ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. გვჯერა, რომ ეს ბრძოლა მოიტანს შედეგს და დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში. განცხადების თან

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი

20 ნოემბერი, 2025 , 13:06

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შემქმნელები. ჩვენი თვითმიზანი კანონის მიღება

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 11:50

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი და შესაბამისად, ამ კუთხით ძლიერდება პრაქტიკის ნაწილში საერთო სისტემა, - ამის შესა

დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 10:41

არჩევნები დიასპორასთან მიმართებით ყოველთვის გამოიყენებოდა სპეკულაციებისთვის მახინჯი ფორმით, გახსოვთ, როგორი ფორმით წარიმართებოდა კამპანიები, დიასპორის გახლეჩასაც ცდილობდნენ, რაც ძალიან სამწუხარო იყო, - ამის შესახებ საქარ

რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 09:22

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი