უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 თებერვალი, 2017 16:00
font-size

ვითხოვთ, განათლების კომიტეტი დაუბრუნდეს ცვლილებებზე მუშაობას - „აუდიტორია 115“

სტუდენტურმა მოძრაობამ „აუდიტორია 115“-მა მოსთხოვა განათლებისა და მეცნერების კომიტეტს, დაუბრუნდეს მუშაობას ცვლილებებზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში. - ამის შესახებ „აუდიტორია 115“-ის წევრმა გიორგი ჯავახაძემ განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ჯავახაძის თქმით, განათლების კომიტეტის მიერ მოლაპარაკებების შეწყვეტის პროცესში, შესაძლოა, სუს-ი იყოს ჩარეული.

„ჩვენი დაპირება კომიტეტისადმი იყო ასეთი, რომ როგორც კი მივიღებდით რეგისტრირებულ კანონპროექტს, ჩვენ მაშინვე დავტოვებდით მეექვსე კორპუსს. თუმცა მოლაპარაკების რაღაც ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ჩვენთან საუბარი შეწყვიტა, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქმეში შეიძლება ჩაერიოს სუს-ი“,- განაცხადა ჯავახაძემ

„აუდიტორია 115“-ის წევრის თქმით, თუკი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი არ განაახლებს ცვლილებათა პაკეტზე მუშაობას, ის პასუხისმგებელი იქნება უნივერსიტეტში სიტუაციის შესაძლო გამწვავებაში.

„ჩვენ ვითხოვთ, განათლების კომიტეტმა განაახლოს მუშაობა ცვლილებებზე, დაარეგისტრიროს ის პაკეტი, რომელზეც შედგა შეთანხმება განათლების კომიტეტსა და „აუდიტორია 115“-ს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა“, - თქვა ჯავახაძემ.

კერძოდ, სტუდენტური მოძრაობა ითხოვს, გაუქმდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტური თვითმმართველობის წევრების არჩევის წესსა და მის უფლება-მოვალეობებს.

რაც შეეხება დაკავებულ მეექვსე კორპუსს, ჯავახაძის თქმით, სანამ ცვლილებები ძალაში არ შევა, „აუდიტორია 115“-ი შენობას არ დატოვებს.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი