უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 დეკემბერი, 2016 18:35
font-size

ვიზალიბერალიზაციის საკითხთან მიმართებაში, შესაძლოა, საქართველოს ნდობა დავკარგოთ - დონალდ ტუსკი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით წერილით მიმართავს, _ იტყობინება უკრაინული მედია.

როგორც წერილშია აღნიშნული, ევროკავშირის მმართველ ინსტიტუტებსა და წევრ-ქვეყნებს დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრიათ და მათ უკრაინასა და საქართველოს მხრიდან ნდობა არ უნდა დაკარგონ.

„ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს მოთხოვნები წავუყენეთ, და მათ მტკივნეული რეფორმების გასატარებლად დიდი ფასი გაიღეს, მეტიც, დიდი პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ ამ გამოწვევებს დიდი რწმენით გაუმკლავდნენ, რომ ევროკავშირს საკუთარი პირობების შესრულება შეუძლია. შესაბამისად, მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ შესაძლოა ამ ქვეყნებთან არა მხოლოდ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები დაკვარგოთ, არა მხოლოდ სამომავლო ურთიერთობა მეზობლებთან, არამედ, განსაკუთრებით, მათი მხრიდან ნდობაც დავკარგოთ“,-აღნიშნა ტუსკმა.

როგორც უკრაინული სააგენტო იტყობინება, წერილში, ევროსაბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სავიზო რეჟიმების შეფერხების მთავარი მიზეზია ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს შეუთანხმებლობა ე.წ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით.

„სასწორზე მეზობელი ერების სამართლიანი იმედი და სწრაფვებია, ასევე ევროსაბჭოს რეპუტცია“,-აღნიშნა ტუსკმა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი და ევროსაბჭო რაც შეიძლება სწრაფად მიაღწევენ კომპრომისს შეჩერების მექანიმზთან დაკავშირებით.

„დრო ჩვენს მხარეს არ არის, მაგრამ ჩვენ ამ მარათონის მოგება, ჯერ კიდევ შეგვიძლია“,-წერს დონალდ ტუსკი.

მონიკა დავლიანიძე

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:43

გერმანიის ელჩი გუშინ პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ