უკან
მსოფლიო
18 ივლისი, 2022 10:43
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობებიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კიდევ ერთი განკარგულებით გენერალურ პროკურორად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი სიმონენკო დანიშნა.
უკრაინელი მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.