უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
საზოგადოება
ვვარაუდობთ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ს დაუბრუნდება - საქართველოს აეროპორტების გაერთანება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ით დაბრუნებას ვარაუდობს.
როგორც „საქარველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების“ მენეჯერის, ვაკო ჭილაშვილის ინფორმაციით, ზაფხულში ფრენების აღდგენასთან ერთად ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლაც იგეგმება.
„ზაფხულის სეზონისთვის გვაქვს მოლოდინი, რომ მოცულობის 40-45%-ს დავუბრუნდებით. რაც ევროპაზე მაღალია, რადგან ჩვენი საავიაციო ბაზარი ზოგადად სწრაფად მზარდია და რეგერენაციის კუთხითაც ეს მოქნილობა გამოიჩინა, დარწმუნებული ვართ, რომ მომავალშიც გამოიჩენს. აქვე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრი ავიაკომპანიაა დაინტერესებულია საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებით. პანდემიის მიუხედავად გვყავს ახალი ავიაკომპანიებიც.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 მაისიდან ოპერირებას იწყებს ქართული ავიაბაზრისთვის აბსოლუტურად ახალი ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც არის ყაზახური პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია.
ასევე აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ივლისიდან საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings, რომელთანაც მოლაპარაკებებს ჩვენ სამი წლის განმავლობაში ვაწარმოებდით. ამ ავიაკომპანიასთან მიმართებაში საკმაოდ გრძელვადიანი გეგმები და დადებითი მოლოდინი გაქვს.
მესამე ახალი ავიაკომპანია, რომელიც 2021 წელს შემოდის საქართველოს ავიაბაზარზე უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline, რომელიც თბილისისა და ბათუმის მიმართულებით გეგმავს ფრენებს”, – განმარტავს ვაკო ჭილაშვილმა.
საქარველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერის განცხადებით, საქართველოს ავიაბაზარს უცხოური ავიაკომპანიები ნელ-ნელა უბრუნდებიან და წლის ბოლომდე ქვეყნის ავიაბაზარი 30-მდე ავიაკომპანიით იქნება წარმოდგენილი.
„როგორც გლობალურად ასევე საქართველოშიც 2021 წლის ზაფხულიდან საავიაციო ბაზარზე დადებითი ძვრები შეინიშნება. მარტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. აპრილის დასაწყისიდან, ანუ როცა რეალურად იწყება ზაფხულის სანავიგაციო სეზონი, რეისების განხორციელება დაიწყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც. 18 აპრილიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების განხორციელებას Wizz Air განაახლებს”, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, ვაკო ჭილაშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთანება ავრცელებს.