უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
არქივი
პოლიტიკა
ზაზა ოქუაშვილის ღია მიმართვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის საქართველოში ჩამოსვლას მიესალმება და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მივესალმები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის საქართველოში ჩამოსვლას. მისი ვიზიტი ძალიან დროულია. ქართველი ხალხი ელის მისგან სიტყვას ევროპულ ფასეულობებზე, რომლებიც კანონის უზენაესობას, პიროვნების პატივისცემას, საკუთრების უფლების დაცვას, კორუფციასთან, ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების ძალადობასთან ბრძოლასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას მოიცავს.
საქართველო კვლავ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი სახელმწიფოა და ამგვარად ქართველი ხალხი იმედოვნებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მხედველობაში იქონიებს ამ ფასეულობებს და აიღებს ვალდებულებას, რომ დაუბრუნოს ისინი ხალხს.
საქართველოს მოსახლეობა დონალდ ტუსკისა და ევროკავშირისაგან ითხოვს, ივანიშვილის რეჟიმი გააფრთხილოს, რომ კანონი და წესრიგი უნდა აღდგეს.“ - აცხადებს ზაზა ოქუაშვილი.