უკან

პოლიტიკა

9 ნოემბერი, 2018 16:30
font-size

ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს აქვთ შესაძლებლობა, ნახონ ქალაქში სხვა ადგილი, სადაც არა იქნება საახალწლო ღონისძიებები

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა შვილმოკლული მამების განცხადებას, რომ მერიის მოთხოვნის მიუხედავად, ისინი თბილისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებენ. კალაძის თქმით, მერია საახალწლო ღონისძიებებს გეგმავს, ამიტომ იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ტერიტორიას ვერ გამოიყენებდნენ, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს დედაქალაქის მერიამ უკვე განუმარტა.

„დედაქალაქის მერიას დაწყებული აქვს მზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის. პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია არის ცენტრალური ადგილი, სადაც იდგმება მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, ეს მე არ მომიფიქრებია და ეს არის ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას და ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენც კანონის თანახმად მათ განუმარტეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია ემზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის და მათ აქვთ შესაძლებლობა, ნახონ ქალაქში სხვა ადგილი, სადაც არა იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ხელის შეშლა არ მოხდეს ერთმანეთისთვის. მათ მიეცემათ ამის უფლება, არანაირი პრობლემა არ არსებობს”, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიას არ გაათავისუფლებენ, დედაქალაქის მერია მათ კანონის ფარგლებში გასცემს პასუხს.

„კანონი არის ძალიან მარტივი გამოსავალი ამისთვის. ტერიტორია თავადაც შეუძლიათ აირჩიონ, შეზღუდული არავინ არ არის და დედაქალაქის მერია კანონის ფარგლებში გასცემს პასუხს”,- განაცხადა კალაძემ.

ზაზა სარალიძის განცხადებით, თბილისის მერიისგან მიიღეს წერილი, რომ 7 დეკემბრიდან მათ უნდა შეცვალონ ლოკაციის ადგილი, რადგან პარლამენტის წინ აპირებენ ნაძვის ხის დადგმას. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი