უკან

საზოგადოება

28 თებერვალი, 2018 11:25
font-size

„ზებრა გადასასვლელებზე“ ღამის განათებები დამონტაჟდება

„ზებრა გადასასვლელებზე“ ღამის განათებები დამონტაჟდება.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, თბილისის მერიამ დაიწყო სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებაზეა ორიენტირებული.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით თქვენ იცით, რომ წელს ახალი ევროპული ტიპის 100 ერთეულ ავტობუსს შემოვიყვანთ, ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, თუმცა მომავალ წელს სრულად მოხდება ჩანაცვლება ახალი ავტობუსებით. გარდა ამისა, ქვეითების უფლებები უნდა იყოს დაცული”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისში არის სხვადასხვა ადგილები, სადაც ფეხით გადასვლა ერთი მხრიდან მეორე მხარეს შეუძლებელი ხდება, რადგან არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

„დღეის მდგომარეობით ჩვენ გამოვლენილი გვაქვს 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა, დახაზვითი სამუშაოები, ასევე შუქნიშნების განთავსება. აქვე გამგებლებს უნდა დაგავალო, თქვენს რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთოთ ასეთ ადგილებს და მოგვაწოდოთ კონკრეტული ლოკაციები, რომ ჩვენი მხრიდან განხორციელდეს შესაბამისი სამუშაოები. ასევე სავალდებულოა, რომ „გადასასვლელ ზებრებზე“ დავაყენოთ ღამის განათებები, ლედ განათებები, როგორც ეს ნორმალურ ქვეყნებშია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცირა გურგენიძე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი