უკან

საზოგადოება

27 ივლისი, 2017 13:50
font-size

ზოგად უნარებში მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 15%-მა ვერ გადალახა - მაია მიმინოშვილი

ზოგად უნარებში მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 15%-მა ვერ გაალახა.

ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა მიაწოდა.

ზოგადი უნარების შედეგები დღეს 12:00 საათიდან გახდა ცნობილი.

როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადი უნარების გამოცდა ელექტრონულად სწორდება, მისი შედეგები ყველაზე ადრე გამოქვეყნდა.

ამასთან, აპლიკანტებს, ეროვნული გამოცდების ვებ-გვერდზე, www.nace.gov.ge-ზე საკუთარი ნაშრომებისა და შედეგების ნახვა შეეძლებათ.

„ზოგად უნარებში, ტესტის ოთხი ვარიანტი იყო. აღმოჩნდა, რომ ყველაზე რთული მესამე ვარიანტი აღმოჩნდა, ამიტომ დანარჩენი ვარიანტებისგან განსხვავებით, ყველაზე რთული ვარიანტის გამსვლელი ქულა იქნება 21, ხოლო სხვა ვარიანტების კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ისევ 24 ქულა დარჩება“, - განაცხადა მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, ზოგად უნარებში მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 15%-მა ვერ გადალახა. ეს მაჩვენებელი, წინა წლებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. ამასთან, აღნიშნა, რომ 80 ქულა არავის მიუღია, ხოლო 79 ქულა რამდენიმე აბიტურიენტმა მიიღო.

„რამდენიმე გამოცდის შედეგი უკვა მზა არის, ანუ გასწორების პროცესი დასრულდა, თუმცა ბაზა მზადდება იმისათვის, რომ გამოვაქვეყნოთ. ეს ეხება იმ გამოცდებს, რომლებშიც აბიტურიენტთა მცირე ნაწილი იღებდა მონაწილეობას, მაგალითად, ეს არის ფრანგული, გერმანული და რუსული, ინგლისური ენის გასწორება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და როგორც კი მზად იქნება, ბაზის გამზადების შემდეგ გამოვაქვენებთ შედეგებს“, - განაცხადა მიმინოშვილმა.

როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, ყველაზე ხანგრძლივმა ეროვნულმა გამოცდებმა, ხარვეზების გარეშე ჩაიარა. ის 3 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდა.

„წელს სულ რეგისტირებული იყო 41 ათასამდე აბიტურიენტი, თუმცა სასკოლო გამოცდებში ჩაჭრის გამო, 39 ათასი აბიტურიენტი საგამოცდო პროცესამდე მივიდა, თუმცა 39 ათასიდან 3% არ გამოცხადდა გამოცდაზე. ორშაბათიდან ეტაპობრივად გამოქვეყნდება სხვადასხვა საგნის შედეგები. გამოცდების წინასწარი შედეგების გამოქვენება 5 აგვისტოს დასრულდება“, - განაცხადა მიმინოშვილმა.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი