უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
პოლიტიკა
ზოგადად, ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი იყო ან თეთრი ან შავი - ლორა თორნტონი
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებით, წინასაარცევნო გარენო საკმაოდ ნეგატიური იყო, ხოლო საარჩევნო კამპანიაზე გავლენა მოახდინეს სავარაუდო კორუფციის შემთხვევებმა და სამოქალაქო სექტორის მიმართ ნეგატიურმა შეტევამ.
მისივე თქმით, ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი იყო ან თეთრი ან შავი და მედიისა და ამომრჩევლის ამ პათოსით გაჟღენთვის მცდელობა ხდებოდა.
„თვალშისაცემი იყო ის, რომ წინასაარჩევნო გარემო მთლიანობაში იყო მაინც საკმაოდ ნეგატიური. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციების მიმართ ძალიან ნეგატიური შეტევა იყო, რამაც თავის მხრივ გავლენა მოახდინა კამპანიაზე. გავლენა ასევე მოახდინა სავარაუდოდ, კორუფციის შემთხვევებმაც. ზოგადად, ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი იყო ან თეთრი ან შავი, ანუ ან ჩვენთან ხარ ან ჩვენ წინააღმდეგ. სხვათა შორის, ასევე ხდებოდა მედიისა და ამომრჩევლების ამ პათოსით გაჟღენთის მცდელობა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი. რასაკვირველია, მოქალაქეები მოელიან უფრო მეტ დემოკრატიას და ჩვენ მოველით, რომ ეს მდგომარეობა გაუმჯობესდება“,- განაცხადა ლორა თორნტონმა.