უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ოქტომბერი, 2017 14:30
font-size

ზოგიერთ ადგილებში ციტრუსებშიც აღინიშნებოდა ფაროსანების არსებობა - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას თქმით, ფაროსანების არსებობა ზოგიერთ ადგილებში ციტრუსებშიც აღინიშნებოდა.

როგორც მან მედიასთან საუბარში აღნიშნა, მთავრობამ რისკების კლების მიზნით აჭარას პესტიციდები გადასცა, რომ ციტრუსების შეწამლვა მომხდარიყო.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ფერმერები პესტიციდს გამოიყენებენ, აუცილებლად უნდა დაიცვან „ლოდინის პერიოდი“, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ევროპული მონაცემებით, ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე 21 დღე უნდა გავიდეს, რომ არ მოხდეს მავნე ნივთიერებების პროდუქციაში დაგროვება.

„ზოგიერთ ადგილებში ციტრუსებშიც აღინიშნებოდა ფაროსანების არსებობა, მაგრამ არა ისეთი ოდენობით, როგორც ეს სხვა კულტურებში იყო, რადგანაც ამ პერიოდში უკვე ფაროსანების დიდ ნაწილს დასრულებული აქვს კვების ციკლი და ეძებს თავშესაფარს, მცირე ნაწილი კი, რომელიც ჯერაც აგრძელებს კვებას, აღინიშნებოდა ციტრუსებშიც.

რისკი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ციტრუსთან დაკავშირებით გავითვალისწინეთ და პირველ რიგში, პესტიციდები გადავეცით აჭარის, გურიის და სამეგრელოს ნაწილს, სადაც ციტრუსია. პრეპარატები ოჯახებს დაახლოებით 2 კვირის წინ დაურიგდა. 1 ლიტრი საკმარისია 2 ჰექტარი ტერიტორიის დასამუშავებლად. აუცილებელია ბაღებში მონიტორინგი, დათვალიერება ყოველდღიურ რეჟიმში და ფაროსანების აღმოჩენის შემთხვევაში მათ უნდა შეწამლონ ბაღები“,-განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

ლიპარტია ფიქრობს, რომ წელს, ციტრუსთან დაკავშირებით, პრობლემა არ უნდა იყოს.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი