უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

5 ნოემბერი, 2018 13:50
font-size

ზოგიერთი ტელეარხი „ქოციანობას“ ასხივებს, ამიტომ გირჩევთ, არჩევნებამდე გამორთოთ და ყოველდღე გაწმინდოთ სტაფილოს წვენით - რომან გოცირიძე

„გაფრთხილებთ, რომ „ქოციანობა“ გადადის არა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტით, არამედ ტელეეკრანიდანაც“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ მიერ მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრების დაწყებას. დეპუტატი პარლამენტში ვირუსისგან დამცავი პირბადით მივიდა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა „ქართული ოცნებისთვის“. მათ თქვეს, რომ მთელი ეს წლები კაბინეტებში ვისხედით, ხალხთან არ გავდიოდით და ამიტომ ახლა უნდა გავიდეთ ხალხში, ვიწყებთ ჩახუტებას, მოფერებას, გულთან მიტანასა და გაგებით მოკიდებასო. ანუ ფაქტობრივად მათ უნდათ ამ ჩახუტებით გადასცენ ხალხს ქოცის ვირუსი, მაგრამ ნურას უკაცრავად, ჩვენ დავიზღვიეთ თავი და რაც არ უნდა ჩამეხუტოს რომელიმე დეპუტატი, არავითარი ქოცვირუსი არ გადამედება, მაგრამ თქვენც გაფრთხილებთ, რომ „ქოციანობა“ გადადის არა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტით, არამედ ტელეეკრანიდანაც. ზოგიერთი ტელეარხი „ქოციანობას“ ასხივებს, ამიტომ გირჩევთ, არჩევნებამდე გამორთოთ და ყოველდღე გაწმინდოთ სტაფილოს წვენით, ეს მოქმედებს, როგორც ანტიქოცური დეზინფექციის წყარო“, - განაცხადა გოცირიძემ.

დეპუტატის თქმით, მან დაასწრო „ქართულ ოცნებას“ და კაბინეტის კარზე უკვე გამოკიდა დღის წესრიგი, თუ როდის აქვს ჩახუტების დრო, როდის მოფერების და ა.შ.

რაც შეეხება თბილისის მერის , კახა კალაძის განცხადებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია იყო შეცდომა, გოცირიძემ განაცხადა, რომ „კოჰაბიტაცია კი არა, „ქართული ოცნება“ იყო ბუნების შეცდომა, რაც ექვსმა უნაყოფო წლის შედეგმა დაადასტურა“.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი