უკან
არქივი
საზოგადოება
31 მარტი, 2018 14:35
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღნიშნეს
დღეს, ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღნიშნეს. მას დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ , მისმა მოადგილეებმა, საკრებულოს წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეცნიერ-ფილოლოგის, მწერლის, მთარგმნელის ბიუსტები, ზუგდიდში, დარჩელსა და ჯიხაშკარში გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
დღესვე, სიმბოლურად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა.
ცირა გურგენიძე