უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 აპრილი, 2017 12:25
font-size

ზურაბ ყიფშიძის ჯამური შემოსავალი თვეში ხუთჯერ აღემატება დასახელებულ 400 ლარს - მიხეილ გიორგაძე

კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამინისტრო თეატრებს შესაბამის ყურადღებას არ აქცევს, გაუგებარია.

როგორც მიხეილ გიორგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უწყება თეატრების მიმართულებით საერთო ბიუჯეტის 33% ხარჯავს, რაც ჯამში 33 მილიონი ლარია.

მიხეილ გიორგაძის თქმით, "მთელ ამ კამპანიას საფუძვლად ერთი კონკრეტული მსახიობის, ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლისი მდგომარეობა ედო".

მინისტრის შეფასებით, ეს არის სპეკულაცია, ვინაიდან კონკრეტულად ზურაბ ყიფშიძე საბიუჯეტო დაფინანსების თუმანიშვილისა და მარჯანიშვილის თეატრებიდან იღებს, ასევე შემოსავალი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდანაც აქვს, სადაც ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია.

კულტურის მინისტრის განცხადებით, გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა, ყიფშიძე ასევე "ქართუ ფონდის" გრანტითაც ფინანსდება.

გიორგაძის ინფორმაციით, მსახიობ ზურაბ ყიფშიძის ჯამური შემოსავალი თვეში ხუთჯერ აღემატება დასახელებულ 400 ლარს.

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, გიორგიმ ან ზურამ რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც ამდენად გულისამაჩუყებელი ისტორია მოყვა პირდაპირ ეთერში გიორგი ყიფშიძემ, სადაც 400 ლარზე იყო საუბარი. დაახლოებით ხუთჯერ მეტი თანხა გამოდის ჯამურად თვეში შემოსავალი. ყველანაირ პოლიტკორექტულობას საზღვარი აქვს ჩემი მხრიდან. მე იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო, იმიტომ, რომ მართლაც ძალიან დიდი ამბავი ატყდა, ძალიან ბევრი პრეტენზია გამოითქვა ეთერებში, პირად საუბრებში, სოციალურ ქსელზე აღარაფერს ვამბობ. მთელი საზოგადოება არის შეწუხებული და ამიტომ, მე მიწევს ასეთი განმარტებების გაკეთება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ზურაბი დაადასტურებს იმას, რაზეც მე ვსაუბრობ“,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი