არქივი
პოლიტიკა


ზურაბიშვილის არჩევით „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს პირს, რომელმაც საქართველო აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა - დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარისა და საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დაუჭირა პირს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
„ამ არჩევანით „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელსაც არაერთგზის ღიად და საჯაროდ აქვს განცხადებული, რომ საქართველო არის აგრესორი და ჰყავს დადანაშაულებული საკუთარი ქვეყანა ჩვენივე ქვეყანაში ომის დაწყებაში. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, შევწყვიტოთ და შევაჩეროთ ერთმანეთზე შეტევა და თავდასხმა, გადავიდეთ თავდაუსხმელობის რეჟიმზე და მთელი რესურსი, მთელი ჩვენი ოპოზიციური რესურსი მოვახმაროთ იმას, რომ არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმაღტველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.
საკვანძო სიტყვები:

ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ტერორისტული ოჯახი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო სრულად - შალვა ნათელაშვილი
7 მარტი, 2021 , 15:53
„გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუით ვებრძოლო ამ ხელისუფლებას“ - გოგი წულაიამ პარტია “თავისუფალი საქართველო` დატოვა
7 მარტი, 2021 , 14:19

ნატო ჩხეიძე: სხვების აზრი არ აინტერესებთ და რაც აინტერესებთ, კი იმუშავებენ იმ განხრით
7 მარტი, 2021 , 13:24

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: გამოდით ბაბლიდან, გამოდით... გარეთ მზეა. ცაც, ტელესტუდიებისგან განსხვავებით, უღრუბლო
7 მარტი, 2021 , 12:57

არ უნდათ პლებისციტი? მით უკეთესი, პირდაპირი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები - ზაალ უდუმაშვილი
7 მარტი, 2021 , 11:56

პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება - მამუკა მდინარაძე
7 მარტი, 2021 , 11:07