უკან
მსოფლიო
8 მაისი, 2017 11:50
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
გიორგი კვირიკაშვილმა ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სოციალურ ქსელ "ტვიტერში" მიულოცა.
პრემიერი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.